Saturday, April 17, 2010

რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?


მთავარი იდეა
რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?

მნივნელობა, აქტუალობა
საქართველოს დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა. თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში საქართველოს, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, აწუხებს საერთაშორისო ტერორიზმი, კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი.

მიზნები და შედეგები
დაეხმაროს მოსწავლეებს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გაცნობიერებასა და საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების შეფასებაში.
სახ.11.1.აანალიზებს პოლიტიკური იდეებისა და სახელმწიფო მმართველობის ურთიერთკავშირს.
სახ.11.2განიხილავს საქართველოს სოციალური და პოლიტიკური სისტემის ძირითად თავისებურებებსა და ურთიერთკავშირს.
სახ.11.3.აფასებს საქართველოში სახელმწიფოებრიობის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს.

შეფასების საგანი და პროცედურები
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,
წერითი სამუშაო, ზეპირი პრეზენტაცია,
ბიბლიოთეკის და ისტი-ის გამოყენება,
დასკვნების გამოტანა.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
იცოდნენ საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები. რა არის საერთაშორისო ტერორიზმი, სამხედრო ინტერვენცია.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო
სახელმწიფო-ი. ბრაჭული, მ.მაცაბერიძე,
დ. ჯალაღონია, ნ. დურგლიშვილი.
კომპიუტერი. www.delgeo.ec.europa.eu
www.delgeo.cec.eu.int
ფოტო და ვიდეო მასალა.

სასწავლო პროექტის მსვლელობა
პროექტს ვხსნი ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ვიყენებ რამოდენიმე სლაიდს, შემდეგ დავსვამ წინასწარ დაგეგმილ შეკითხვებს
პროექტზე მუშაობს რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც განაწილებული აქვთ ფუნქციები.

No comments:

Post a Comment